სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ (მიკრო ბიზნეს კაპიტალი) აცხადებს სტაჟიორების მიღებას საკრედიტო განყოფილებაში.
სტაჟირების პერიოდი: ექვსი თვე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- ორგანიზაციის საკრედიტო პროდუქტებისა და პროცესების შესწავლა;
- ორგანიზაციის საკრედიტო პროდუქტებით დაინტერესებულ პირებთან სისტემატური კომუნიკაცია და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- დაკრედიტების ექსპერტთან ერთად საკრედიტო საქმიანობის წარმართვა;
- შედეგებზე ორიენტაცია და მიღებული დავალებების ზედმიწევნით შესრულება;
- ახალი კლიენტების მოზიდვა და მათთვის ორგანიზაციის საკრედიტო პროდუქტების პრეზენტაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსების სფეროში (ასევე განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები);
- საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შრომისმოყვარე, ენერგიული და მოტივირებული
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე/CV(ფოტოსურათით) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@mbc.com.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი კანდიდატურა არ იყოს განხილული.
[wpai_display_imported_files_here]


