სტაჟირება Hotel Hub-ში დასაქმების პერსპექტივით

“Hotel Hub” არის სასტუმროების ონლაინ ჯავშნების პლატფორმა. სრულიად ინოვაციური პროექტი ქართული ტურიზმის, კერძოდ კი ჰოსფითალითი ინდუსტრიაში;

“Hotel Hub” მოიცავს რამდენიმე ასეულ კორპორატიულ პარტნიორს 15+ ქვეყანაში და 120+ სასტუმროს ჯავშნების სისტემაში;

“Hotel Hub”-ში გამოცხადებულია სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით.

ძირითადი ფუნქციამოვალეობები:

კომპანიაში მიმდინარე საოპერაციო პროცესებში მონაწილეობის მიღება;

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება; განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილ დონეზე ფლობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელური;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და კლიენტის დარწმუნების უნარი;
  • გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
  • ინიციატივიანი;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • ანაზღაურება სტაჟირების ფარგლებში: 300 ლარი (ხელზე ასაღები);
  • სტაჟირების პერიოდი: 3 თვე;
  • სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, დასაქმების პერსპექტივა;
  • პროფესიული ზრდა;
  • სასიამოვნო და მეგობრული გუნდი და სამუშაო ატმოსფერო;
  • სხვადასხვა სახის აქტივობები გუნდის შესაკავშირებლად (Team Building Activities);

თუ თვლით, რომ თქვენი პერსონალური თვისებები და პროფესიულ/ენობრივი კვალიფიკაცია თავსებადია მოცემულ მოლოდინებთან, გთხოვთ, თქვენი მონაცემები გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hotelhub.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მიიწვევენ ინტერვიუზე, ოფისში.

„Hotel Hub Georgia “ მადლობას გიხდით არსებული ღია პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი