“Hotel Hub” არის სასტუმროების ონლაინ ჯავშნების პლატფორმა. სრულიად ინოვაციური პროექტი ქართული ტურიზმის, კერძოდ კი ჰოსფითალითი ინდუსტრიაში;
“Hotel Hub” მოიცავს რამდენიმე ასეულ კორპორატიულ პარტნიორს 15+ ქვეყანაში და 120+ სასტუმროს ჯავშნების სისტემაში;
“Hotel Hub”-ში გამოცხადებულია სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით.
ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
კომპანიაში მიმდინარე საოპერაციო პროცესებში მონაწილეობის მიღება;
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება; განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილ დონეზე ფლობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- კომუნიკაბელური;
- მოლაპარაკებების წარმოებისა და კლიენტის დარწმუნების უნარი;
- გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
- ინიციატივიანი;
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ანაზღაურება სტაჟირების ფარგლებში: 300 ლარი (ხელზე ასაღები);
- სტაჟირების პერიოდი: 3 თვე;
- სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, დასაქმების პერსპექტივა;
- პროფესიული ზრდა;
- სასიამოვნო და მეგობრული გუნდი და სამუშაო ატმოსფერო;
- სხვადასხვა სახის აქტივობები გუნდის შესაკავშირებლად (Team Building Activities);
თუ თვლით, რომ თქვენი პერსონალური თვისებები და პროფესიულ/ენობრივი კვალიფიკაცია თავსებადია მოცემულ მოლოდინებთან, გთხოვთ, თქვენი მონაცემები გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hotelhub.ge
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მიიწვევენ ინტერვიუზე, ოფისში.
„Hotel Hub Georgia “ მადლობას გიხდით არსებული ღია პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
[wpai_display_imported_files_here]


