სლოვაკეთის რესპუბლიკა ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში ქართველ სტუდენტებს სთავაზობს 2 სამთავრობო სტიპენდიას 2022-2023 სასწავლო წლისთვის. სტიპენდიები განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა სლოვაკური ენის ცოდნა. დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გაიარონ უფასო ენის კურსები 2022 წლის 2 სექტემბრიდან 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით. კურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://cdv.uniba.sk/
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ონლაინპლატფორმაზე: https://bit.ly/3itPRdu 25 მარტიდან 30 მაისის ჩათვლით.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3wqHCHq
კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: +421 907 551 404 ან გამოიყენოთ შემდეგი მისამართი: helpdesk@studyabroad.sk
სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო გამოთქვამს მზადყოფნას ამ პროცესში სტუდენტების დახმარების თაობაზე.
2022 წელი
[wpai_display_imported_files_here]


