შვეიცარიის სამთავრობო სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში 2022-23 აკადემიური წლისათვის საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოცხადებულია მიღება შემდეგი პროგრამებისათვის:
- სადოქტორო საფეხურის სტიპენდია – ითვალისწინებს 12-დან 36 თვემდე პერიოდით შვეიცარიულ უნივერსიტეტში სრული დატვირთვით სწავლას;
- პოსტ-სადოქტორო სტიპენდია – ითვალისწინებს 6-დან 12-თვემდე კვლევით ვიზიტს შვეიცარიულ უნივერსიტეტში;
- კვლევითი სტიპენდია – ითვალისწინებს 6-16 თვემდე კვლევით ვიზიტს შვეიცარიულ უნივერსიტეტში (სარგებლობა შეუძლიათ მიმდინარე სადოქტორო საფეხურის სტუდენტებსაც).
დეტალური ინფორმაცია თითოეულ სასტიპენდიო პროგრამის შესახებ იხილეთ თანდართული დოკუმენტების სახით.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 26 ნოემბერი.
[wpai_display_imported_files_here]


