ტურისტული კომპანია მიმინო თრეველი“ შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს, მათ შორის კომბინირებულ ტურებს კავკასიის რეგიონის მასშტაბით.
ორგანიზაცია დგას ორგანიზაციული ზრდის პერსპექტივის წინაშე და დასახული მიზნების განსახორციელებლად გვჭირდება შესაბამისი ადამიანური რესურსის აღმოჩენა და განვითარება. გთავაზობთ ამ ეტაპზე არსებული ღია პოზიციის აღწერილობას:
ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
- ტურისტულ პაკეტებში შემავალი მომსახურებების კალკულაციების წარმოება;
- დაგეგმილი და რეალური ფინანსური სურათის შედარება;
- შიდა კონტროლის პროცესებისა და სახაზინო ოპერაციების განხორციელება;
- ინვოისების შედარება, კონტროლი და ბიუჯეტის ფაილში ასახვა;
- ანალიტიკური რეპორტების წარმოება;
- უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება; განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების მიმართულებით;
- სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსებისა და ბუღალტერიის მიმართულებით;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დელიკატური, ორგანიზებული, მობილიზებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
კომპანია გთავაზობთ:
- ანაზღაურება მოლაპარაკებადია – გამოცდილების, უნარებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
- ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
- საკომუნიკაციო ხარჯები – ულიმიტო;
- სხვადასხვა სახის აქტივობები გუნდის შესაკავშირებლად (Team Building Activities);
- პროფესიული ზრდა – პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ტრენინგ კურსები, მოწვეულ ტრენერებთნ ერთად;
- სასიამოვნო და მეგობრული გუნდი და სამუშაო ატმოსფერო;
თუ თვლით, რომ თქვენი პერსონალური თვისებები და პროფესიულ/ენობრივი კვალიფიკაცია თავსებადია მოცემულ მოლოდინებთან, გთხოვთ, თქვენი მონაცემები გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@miminotravel.com
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მიიწვევენ ინტერვიუზე, ოფისში.
დედლაინი: 22 ნოემბერი.
„მიმიონო თრეველი“ მადლობას გიხდით არსებული ღია პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
[wpai_display_imported_files_here]


