კონკურსის მიზანია სამინისტროს ცენტრალური აპარატის ვაკანტური დიპლომატიური თანამდებობებისა და დიპლომატიური სამსახურის რეზერვის შევსება შესაბამისი განათლების, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტებით.
დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხულ პირს უფლება აქვს, რეზერვში ყოფნის პერიოდში ახორციელებდეს ანაზღაურებად საქმიანობას სხვა დაწესებულებაში. დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ყოფნის მაქსიმალური ვადა 5 წელია.
კონკურსი ცხადდება სამინისტროს ცენტრალური აპარატის შემდეგ ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობებზე:
- საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ხელშეწყობის სამმართველოს მრჩეველი (შემდგომში წარიგზავნება როტაციაში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის (ეკონომიკური ფუნქციებით) თანამდებობაზე);
- საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სამართლებრივი ანალიზის სამმართველოს პირველი მდივანი;
- საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სამართლებრივი ანალიზის სამმართველოს მესამე მდივანი;
- ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის სექტორული ინტეგრაციის სამმართველოს მესამე მდივანი;
- ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ პარტნიორობის, ევროკავშირთან პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველოს ატაშე;
- ამერიკის დეპარტამენტის ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების სამმართველოს ატაშე;
- სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ატაშე;
- პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ატაშე;
- საკონსულო დეპარტამენტის უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებთან მუშაობის სამმართველოს ატაშე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ საკონკურსო განაცხადებში მითითებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უზრუნველყოფს დიპლომატიურ სამსახურში შესვლის თანაბარ შესაძლებლობებს, მათი პროფესიული მომზადების გათვალისწინებით.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ვაკანტური თანამდებობების, კონკურსის ვადებისა და პროცედურების, ასევე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილონ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: www.hr.gov.ge.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ:
(+995 32) 2-94-50-00 (შიდა 24-11; 24-07).
განაცხადები მიიღება 2019 წლის 4 მარტიდან 18 მარტის ჩათვლით.
[wpai_display_imported_files_here]


