საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი თქვენთვის იწყებს მენტორინგისა და განვითარების პროგრამის მეორე ტალღას.
მენტორინგისა და პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, შეგეძლებათ ასაკის, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების მიუხედავად გაიაროთ სტაჟირება თქვენთვის საინტერესო მიმართულებით და მოიპოვოთ ერთერთ ყველაზე დიდ ჰოლდინგში დასაქმების შანსი.
მიმართულებები:
- მარკეტინგი;
- ადამიანური რესურსების მართვა;
- შესყიდვები;
- ფინანსები;
- შრომის უსაფრთხოება;
- გარემოს დაცვა.
შერჩევის ეტაპები:
- აპლიკაციების გადარჩევა;
- ტესტირება;
- ვორქშოპი;
- გასაუბრება.
კომპანია გთავაზობთ:
- პროფესიონალ მენტორებს;
- თქვენს ინტერესებზე დაფუძნებულ სტაჟირების პროგრამას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დამატებით, სტაჟიორები ისარგებლებენ კომპანიის ბენეფიტებით:
- GIG Plaza-ში ფიტნეს კლუბის დარბაზი;
- თავისუფალი სამუშაო სივრცე;
იხილეთ მეტი ინფორმაცია: http://www.gig.ge/?vid=76
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე
განიხილებიან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებიც;
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში 2018 წლის 1 ნოემბრამდე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
Web: www.gig.ge
Facebook: https://www.facebook.com/www.Gig.ge/
E-mail: vanacy@gig.ge
გისურვებთ წარმატებებს!
*აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
[wpai_display_imported_files_here]


