საორიენტაციო შეხვედრა ერაზმუს მუნდუსის უცხოელი სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, 7 ოქტომბერს ჩატარდა საორიენტაციო შეხვედრა ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოსული უცხოელი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის.

2015-2016 სასწავლო წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობით იმყოფებიან სტუდენტები, მკვლევრები და მასწავლებლები პოლონეთიდან, იტალიიდან, სლოვაკეთიდან, რუმინეთიდან, ლატვიიდან და ესტონეთიდან.

საორიენტაციო შეხვედრის ფარგლებში, გაცვლითი პროგრამის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტური სერვისისა და საერთაშორისო კლუბის აქტივობების შესახებ; ასევე, გაცნობითი ტურის ფარგლებში, მოინახულეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, სადაც მიიღეს პრაქტიკული რჩევები ბიბლიოთეკის სერვისებისა და რესურსების გამოყენების შესახებ; დაათვალიერეს კომპიუტერული თამაშებისა და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები და გაეცნენ მათი მუშაობის სპეციფიკას. საორიენტაციო დღის ბოლოს შეხვედრის მონაწილეებმა მოინახულეს თბილისის ძველი უბნები.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი