საერთაშორისო ურთიერთობების ელექტრონული პლატფორმის ორგანიზებით დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის ეწყობა სამეცნიერო სტატიათა კონკურსი; დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარადგინონ სტატიები, რომლებიც ეხება ახალ ან ნაკლებად ცნობილ იდეებს და, თავის მხრივ, ხელს უწყობს საერთაშორისო ურთიერთობების უკეთ გაგებას. კანდიდატები არ არიან შეზღუდული თემატიკაში და შეუძლიათ შეეხონ როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ პრობლემებს.
შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება საერთაშორისო ურთიერთობების ვებგვერდზე და ფართო აუდიტორიის ხელმისაწვდომობისათვის გავრცელდება სხვადასხვა სოციალური მედიის არხების საშუალებით.
ამასთან გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც სპონსორებისაგან მიიღებს 1,500$-მდე ღირებულების სასაჩუქრე პაკეტს.
სტატიის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 10 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: https://bit.ly/2MYEBsN
[wpai_display_imported_files_here]


