საერთაშორისო განათლების ცენტრი და ევროპაში მისი პარტნიორი უნივერსიტეტები ორგანიზებას უწევენ ონლაინსაინფორმაციო სესიების ციკლს, რომლის ფარგლებშიც ცენტრისა და ამ უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ლექტორები და კურსდამთავრებულები გაგაცნობენ თავიანთ უნივერსიტეტებს, იქ ჩაბარებისა და სწავლის შესაძლებლობებს, გაუძღვებიან სხვადასხვა თემატურ ლექციასა და ვორქშოფს (მაგალითად, როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი, როგორ შევადგინოთ რეზიუმე/ავტობიოგრაფია, როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისათვის და ა. შ.) და მოგაწვდიან ინფორმაციას ზოგადად ევროპაში სწავლასთან დაკავშირებით.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად უნდა სწავლობდეთ რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში ან იყოთ მეათე, მეთერთმეტე ან მეთორმეტეკლასელი და 15 ნოემბრამდე* გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე https://bit.ly/3e4qEmQ და გაერთიანდით FB ჯგუფში.
ჯგუფის მუშაობის პრინციპის, სესიების განრიგის, უნივერსიტეტების ჩამონათვალისა და სხვა საჭირო ინფორმაციის გაცნობა რეგისტრაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
მონაწილეობა უფასოა.
* შენიშვნა: FB-ზე საერთაშორისო განათლების ცენტრის გვერდზე https://www.facebook.com/Center-for-International-Education-Tbilisi-167255273381922
განთავსებულ განცხადებაში მითითებული რეგისტრაციის ბოლო ვადა 9 ნოემბერი გადაიწია 15 ნოემბრამდე.
[wpai_display_imported_files_here]


