ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის მერიის წყალბურთელთა გაერთიანებული გუნდი ”ლიგამუს-თბილისი” ევროპის საკლუბო ჩემპიონატში იასპარეზებს.
ლენტროფის A ჯგუფის პირველი რაუნდი თბილისის საწყლოსნო კომპლექს ”ოლიმპიკის” აუზში გაიმართება.
ილიაუნელთა გასაძლიერებლად დასრულდა მოლაპარაკება სახელოვან ქართველ სპორტსმენთან, 2002-2003 წლების ევროპის საუკეთესო წყალბურთელთან, მსოფლიოს თასის მფლობელ და ოლიმპიური თამაშების პრიზიორ რევაზ ჩომახიძესთან. ხელშეკრულების თანახმად, იგი ევროტურნირზე ”ლიგამუს-თბილისის” სპორტულ ღირსებას დაიცავს, ხოლო 30 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგაც ითამაშებს.
[wpai_display_imported_files_here]

