ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდიები 2023-24 აკადემიური წლისათვის

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს ორთვიანი სტიპენდიის მისაღებად დოქტორანტურის საფეხურის იმ ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში. სტიპენდია მიზნად ისახავს კვლევითი პერიოდის დაფინანსებას საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში. 

სტიპენდია (2100 ევრო ორი თვის პერიოდისთვის) სრულად ან ნაწილობრივ დაფარავს სტუდენტის მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს.

სასტიპენდიო პროგრამა განხორციელდება 2023-2024 წელს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 25 ივნისი.

დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტები უნდა გაუგზავნონ ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორ ევა ბერტრანს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: eva.bertrand@fgu.ge

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.

2023

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი