ნანტის უნივერსიტეტი პოსტდოქტორანტებს სთავაზობს შესაძლებლობას, გაიარონ ტრენინგი მარი სკლადოვსკა-კიურის (MSCA) პროგრამისთვის განაცხადის მოსამზადებლად. ეს გულისხმობს 27 ივნისიდან 15 ივლისამდე საფრანგეთში 2-დღიან ვიზიტს, რომლის დროსაც შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ პოტენციურ ხელმძღვანელებთან შეხვედრისა და პროექტზე მუშაობის შესაძლებლობა.
ვიზიტი დაფინანსებულია და შეადგენს 2000 ევრომდე გრანტს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის. აღნიშნული მოიცავს მგზავრობის, საცხოვრებლისა და საარსებო ხარჯებს.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 6 მაისი.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/36yQYGF
2022 წელი
[wpai_display_imported_files_here]


