ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსები

განათლების გაცვლის მხარდაჭერის ფონდთან თანამშრომლობით LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი (კლაიპედა, ლიეტუვა) აცხადებს კონკურსს ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებზე სახელმწიფო სტიპენდიების მოსაპოვებლად.

სტიპენდიის ფარგლებში

  • საზაფხულო კურსებზე სწავლის საფასურს დაფარავს ლიეტუვის რესპუბლიკა;
  • საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურis სტუდენტები, ლექტორები და მკვლევრები მიიღებენ 630 ევროს ოდენობის სტიპენდიას.

პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც:

ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებზე პირველად შეაქვთ განაცხადი;

მშობლიურ უნივერსიტეტში ფორმალურად ან არაფორმალურად სწავლობენ ლიეტუვურ ენას, ისტორიასა და კულტურას (აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტით).

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 მარტი.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3LYw3fM

2022 წელი

 

 

 

 

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი