ლიეტუვის სახელმწიფო სტიპენდიები

2023-24 აკადემიური წლისთვის ლიეტუვის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ცხადდება სახელმწიფო სტიპენდიების მიღების შესაძლებლობა ერთი ან ორი სემესტრით.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  1. კანდიდატმა შერჩეული უნივერსიტეტიდან ოფიციალური მიღების წერილი / პირობითი შეთანხმება (Conditional Agreement) უნდა მიიღოს;
  2. კანდიდატი უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი;
  3. კანდიდატი უნდა ჰქონდეს ლიეტუვურის, ინგლისურის ან შერჩეული სასწავლო პროგრამის ფარგლებში მოთხოვნილი სხვა უცხო ენის მინიმუმ B2 დონის დამადასტურებელ ცნობას.

დაფინანსება

  • ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 490 ევროს ოდენობით; დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის ყოველთვიური სტიპენდიის რაოდენობა შეადგენს 980 ევროს.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 8 მაისი.

კანდიდატების ინფორმაციას შერჩევის შედეგებზე მიიღებენ არა უგვიანეს 2023 წლის 1-ელი ივლისისა.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა წარადგინონ ონლაინპლატფორმის დახმარებით. სარეგისტრაციო ფორმა ონლაინ იხილეთ ბმულზე.

კონკურსის ფარგლებში შემოთავაზებული უნივერსიტეტებისა და აკადემიური პროგრამების სია იხილეთ ბმულზე.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

2023

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი