განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 18 ივნისი, 2019.
გამოცხადდა კონკურსი გიოტინგენის უნივერსიტეტში (გერმანია) აკადემიური პერსონალის ტრენინგის მიზნით მობილობისთვის შემდგომში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებისთვის მრავალფეროვანი ტერნინგების შეთავაზების მიზნით.
____________________________________________________________________________________
ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე;
პერსონალის გაცვლითი პროგრამის ადმინისტრირების წესებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე.
_____________________________________________________________________________________
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
აკადემიური პერსონალი უნდა ფლობდეს დოქტორის ხარისხს;
აკადემიური პერსონალი კონკურსის მიმდინარეობისა და მობილობის განხორციელებისას უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შტატიანი ან ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომელი.
_____________________________________________________________________________________
მნიშვნელოვანია!
განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.
_____________________________________________________________________________________
განაცხადების მიღება ხდება ელექტრონულად: ონლაინ განაცხადის ფორმა
_____________________________________________________________________________________
ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა ატვირთოს ონლაინ განაცხადის ფორმაში:
(ქართულენოვანი დოკუმენტები უნდა ითარგმნოს ინგლისურ ენაზე და დამოწმდეს ნოტარიულად)
√ პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
√ EUROPASS CV (ინგლისურ ენაზე)
√ შესაბამისი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (მინ. მოთხოვნა B2 დონე¹)
√ ბოლოს მიღებული უმაღლესი განათლების საფეხურის დიპლომი (ინგლისურ ენაზე)
√ ცნობა სამუშაო ადგილიდან (ინგლისურ ენაზე)
თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს PDF ფორმატში და მოცულობით არ უნდა აღემატებოდეს 10 MB. ყველა დოკუმენტი უნდა იყოს დასათაურებული ინგლისურად, ისე, როგორც მითითებულია სააპლიკაციო ფორმაში.
===============================
დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს
ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 – 367 (ext)
¹საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, შესაბამისი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა უნივერსიტეტიდან, ან დიპლომი, რომელიც ადასტურებს, რომ აპლიკანტს დამთავრებული აქვს შესაბამისი უცხოენოვანი პროგრამა, უცხოენოვან კონფერენციებში ან ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთი, უცხო ენაზე გამოქვეყნებული პუბლიკაცია, და ა.შ.
[wpai_display_imported_files_here]


