გამოცხადდა კონკურსი კატარის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილ არაბული ენის შემსწავლელ სასტიპენდიო პროგრამაზე Arabic Program for Non-Native Speakers.
სტიპენდიის რაოდენობა: 2
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- 18-დან 40 წლამდე;
- გასული წლების განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული სტიპენდია აღნიშნულ პროგრამაზე;
- მინიმუმ საბაზისო დონეზე უნდა ფლობდეს არაბულ ენას (Modern Standard Arabic);
- კანდიდატს უნდა შეეძლოს კომუნიკაცია სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ინგლისურ ან არაბულ ენაზე.
სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2022 წლის 20 იანვრამდე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3sb2TD1
2021 წელი
[wpai_display_imported_files_here]


