ტურისტული კომპანია ”VisitGeorgia” აცხადებს კონკურსს გიდის ვაკანსიაზე მათთვის, ვინც სრულყოფილად ფლობს რომელიმე უცხო ენას: გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ, პოლონურსა და რუსულ ენებს.
მოთხოვნები:
- ასაკი: 22-30 წელი;
- ენების ცოდნა: ქართული – მშობლიური, უცხო ენა – სრულყოფილად;
- უმაღლესი განათლება;
- ზოგადი განათლების მაღალი დონე;
- საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის ცოდნა
დამატებითი უნარ-ჩვევები:
- გამართული მეტყველებისა და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალობა;
- დისციპლინისა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიზავნონ ავტობიოგრაფია (CV) 2017 წლის 15 ნოემბრამდე ელექტრონულ მისამართზე: hr@visitgeorgia.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. კომპანია შერჩეულ კანდიდატებს განაცხადის განხილვის შემდეგ თავად დაუკავშირდება.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან უფასო მოსამზადებელ 4-თვიან ტრენინგებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს უშუალოდ ”VisitGeorgia”-ს ოფისში, რის შემდეგაც ისინი კონტრაქტის საფუძველზე დასაქმდებიან ამავე კომპანიაში გიდებად.
[wpai_display_imported_files_here]


