22 იანვარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის საგარეო ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა გამგზავრებისწინა საორიენტაციო შეხვედრა Erasmus+ პროგრამის 2015-2016სასწავლო წლის გაცვლით პროექტებში გამარჯვებულთათვის. შეხვედრის მიზანი იყო გამარჯვებული სტიპენდიატებისთვის სხვადასხვა სახის გამოცდილებისა და პრაქტიკული რჩევების გაზიარება.
შეხვედრას ესწრებოდნენ Erasmus+ პროგრამის საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლები, ილიაუნის საერთაშორისო კლუბის წევრები და Erasmus Mundus პროგრამის კურსდამთავრებულები, რომლებმაც გამარჯვებულაპლიკანტებს გაუზიარეს ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესახებ.
[wpai_display_imported_files_here]





















