ეჟენ იონესკოს კვლევითი სტიპენდია ხორციელდება რუმინეთის მთავრობისა და ფრანკოფონიის ფონდის მხარდაჭერით და დოქტორანტებსა და პოსტდოქტორანტებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ 3-თვიანი კვლევითი ვიზიტი რუმინეთის 33 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ერთ-ერთში.
განაცხადის წარდგენა მოიცავს ორ ეტაპს – პრერეგისტრაციის ეტაპზე კანდიდატმა შესაბამისი რუმინული უნივერსიტეტისგან უნდა მოიპოვოს მიღების წერილი; პრერეგისტრაციის დასრულების შემდეგ კი სტიპენდიის მოსაპოვებლად უნდა წარადგინოს დასრულებული აპლიკაცია 2022 წლის 11 მარტამდე (ბუქარესტის დროით 23:00).
სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაცია ფრანგულ ენაზე იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3AZYy81
2022 წელი
[wpai_display_imported_files_here]


