ევროპის კოლეჯი აცხადებს მიღებას სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე 2020-21 აკადემიური წლისათვის.
ევროპის კოლეჯი წარმოდგენილია ორი კამპუსით ბრიუგესა და ვარშავაში; უნივერსიტეტში შემოთავაზებულია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ევროპის კვლევების მიმართულებებით. პროგრამებს შორისაა:
- ევროპის ეკონომიკის კვლევების სამაგისტრო პროგრამა;
- ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის კვლევების სამაგისტრო პროგრამა;
- ევროპული სამართლის სამაგისტრო პროგრამა (LLM);
- ევროპული პოლიტიკისა და მართვის სამაგისტრო პროგრამა.
ევროპის კოლეჯი დაინტერესებულ სტუდენტებს სთავაზობს რამდენიმე სასტიპენდიო პროგრამას, რომელთა შესახებაც ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.coleurope.eu/admission/scholarships
სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 იანვარი.
დეტალური ინფორმაცია ევროპის კოლეჯის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.coleurope.eu/
[wpai_display_imported_files_here]


