ევროკავშირის თვინინგის პროექტის ტრენინგი დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის

ევროკავშირის თვინინგის პროექტის „ინტერსექტორალური თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ და პროექტის ბენეფიციარის, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 13-14 ივლისს, 13:00 საათზე, ჩატარდება ონლაინტრენინგი: Pathway towards the international networks and leadership of international projects consortia.

ტრენინგი განკუთვნილია ქართული უნივერსიტეტების დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის.

სემინარებს გაუძღვებიან ევროკავშირის გამოცდილი ექსპერტები ავსტრიიდან. ტრენინგზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საერთაშორისო და ინსტიტუციურ კოლაბორაციასთან დაკავშირებული გამოწვევები, კომუნიკაციის მნიშვნელობა, ახალგაზრდა მეცნიერთა წინაშე არსებული სირთულეები და შესაძლებლობები, მსოფლიო პრაქტიკა და საქართველოს რეალობა და მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ 2021 წლის 11 ივლისამდე ბმულზე: shorturl.at/aixD7

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტის სახით.

2021 წელი

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი