ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ტალინის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას საქართველოს, უკრაინის, მოლდავეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებისთვის შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე სტიპენდიების მოსაპოვებლად:
- ღია საზოგადოების ტექნოლოგიები (Open Society Technologies)
- დოკუმენტური ფილმი (Documentary Film)
- საეკრანო მედია და ინოვაცია (Screen Media and Innovation)
- საგანმანათლებლო ინოვაცია და ლიდერობა (Educational Innovation and Leadership)
- ადამიანის უფლებები ციფრულ საზოგადოებაში (Human Rights in the Digital Society)
სტიპენდიის ფარგლებში ანაზღაურებულია სწავლის ხარჯი 2 წლის განმავლობაში, ამასთან უზრუნველყოფილია ყოველთვიური სტიპენდია.
განაცხადის ელექტრონულად წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 12 აგვისტო.
განაცხადის ფოსტის საშუალებით გაგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 25 აგვისტო.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.tlu.ee/en/ministry-foreign-affairs-scholarships-2020#open-society-technologies
[wpai_display_imported_files_here]


