ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ,,ევროპული პოლიტიკა და საზოგადოება“ (EPS)

ჩარლზის უნივერსიტეტი პრაღაში (ჩეხეთი), პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად, აცხადებს მიღებას ახალ ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ,,ევროპული პოლიტიკა და საზოგადოება“/„European Politics and Society (EPS)“.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შეუძლიათ, 2 წლის განმავლობაში ისწავლონ  4 ევროპულ უნივერსიტეტში: ჩარლზის უნივერსიტეტში პრაღაში (ჩეხეთი), იაგელონიის უნივერსიტეტში კრაკოვში (პოლონეთი), ლაიდენის უნივერსიტეტში (ნიდერლანდები), პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტში ბარსელონაში (ესპანეთი). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროგრამის ასოცირებული პარტნიორია.

აღნიშნული პროგრამა აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს:

  • ევროპული პოლიტიკა
  • თანამედროვე ისტორია და კულტურა
  • ეკონომიკა
  • საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა

სწავლის საფასური წელიწადში შეადგენს 8000 ევროს.

ამჟამად პროგრამა ელოდება დაფინანსებას ,,ერაზმუს+“-ისგან და, წარმატების შემთხვევაში, შერჩეულ აპლიკანტებს შესთავაზებენ სტიპენდიას.

2017-2018 აკადემიური წლისთვის აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 30.04.2017.

განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ბმულზე: http://fsveng.fsv.cuni.cz/FSVEN-498.html

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

 

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი