გამოცხადდა კონკურსი ერასმუს მუნდუსის 2-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე მისაღებად.
პროგრამა შემუშავებულია და ხორციელდება SBBE (Sustainable Biomass and Bioproducts Engineering) კონსორციუმის მიერ, რომელიც შედგება 3 უნივერსიტეტისგან: ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი (პოლონეთი), კასტილია-ლა მანჩას უნივერსიტეტი (ესპანეთი) და ლაპეენრანტას ტექნიკური უნივერსიტეტი (ფინეთი).
პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 20 სტიპენდია და დაფინანსებულია როგორც სწავლის, ასევე მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯები.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 5 მაისი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ დანართი 1, დანართი 2 ან ეწვიეთ ვებგვერდს: https://emjm-sbbe.eu/
2022 წელი
[wpai_display_imported_files_here]


