ბერლინის კოპერნიკის ასოციაცია ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტსა და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აცხადებს მიღებას საერთაშორისო ბრწყინვალების სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.
პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი აკადემიური მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისათვის და მონაწილეებს საშუალებას აძლევს, 6 თვე გაატარონ გერმანიაში, ბერლინის თავისუფალ ან ჰუმბოლდტის უნივერსიტეტებში.
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია, აპლიკანტი ფლობდეს გერმანულ ენას მინიმუმ B1 დონეზე ან ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 20 დეკემბერი
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://en.copernicusberlin.de/ies
2021 წელი
[wpai_display_imported_files_here]


