ათათურქის უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

24 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ათათურქის უნივერსიტეტის (თურქეთი) რექტორ ომერ ჩომაქლისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ, პროფესორ ნინო დობორჯგინიძეს შორის.

შეხვედრაზე უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და დაიგეგმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასთან თანამშრომლობა.

მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა თანამშრომლობა ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტმობილობის სქემის მიმართულებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ ილიაუნის მედიცინის სკოლის პროფესორები და ათათურქის საუნივერსიტეტო კვლევითი ჰოსპიტლის წარმომადგენლები.

2023 წელი

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი