ACT-ის სტაჟირება საველე სამუშაოების დეპარტამენტში

ACT-ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი ეძებს სტაჟიორს საველე სამუშაოების დეპარტამენტში.
სტაჟირება საინტერესოა სოციალური მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, ბიზნესის ადმინისტრირების და მარკეტინგის მიმართულების კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც ფლობენ კომპიუტერულ პროგრამებს.

სტაჟირება გრძელდება 3 თვე, კვირის სამუშაო დღეებში 10:00-დან 18:00 საათამდე.

სტაჟირების ადგილი: თბილისი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის ქ. #8.

სტაჟიორის მოვალეობებია ველის მენეჯერის დახმარება შემდეგ საკითხებში:

  • რესპონდენტთა რეკრუტირება,
  • თვისებრივი ჯგუფის ორგანიზება,
  • ტრანსკრიპტების მომზადება,
  • ინტერვიუერთა რეკრუტირება,
  • ტრენინგების ორგანიზება,
  • საველე სამუშაოების დაგეგმარება,
  • საველე სამუშაოების შედეგების დარეგისტრირება,
  • საველე სამუშაოების ხარისხის კონტროლი.

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი, კომპანიაში შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში კი სტაჟიორი დასაქმდება.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისმართზე: hr@act-global.com და საგნის ველში მიუთითოთ: სტაჟირება ველის დეპარტამენტში

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი