ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს ორთვიანი სტიპენდიის მისაღებად დოქტორანტურის საფეხურის იმ ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში. სტიპენდია მიზნად ისახავს კვლევითი პერიოდის დაფინანსებას საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში.
სტიპენდია (2100 ევრო ორი თვის პერიოდისთვის) სრულად ან ნაწილობრივ დაფარავს სტუდენტის მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს.
სასტიპენდიო პროგრამა განხორციელდება 2023-2024 წელს.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 25 ივნისი.
დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტები უნდა გაუგზავნონ ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორ ევა ბერტრანს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: eva.bertrand@fgu.ge
დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.
2023
[wpai_display_imported_files_here]


