ვაკანსია – გაყიდვების წარმომადგენლი

ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანია “ინსტა” 21 წელია ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. 

კომპანიის პროფილია ელექტრო, სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ასევე შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება და შესრულება.

„ინსტა“-ს გაყიდვების დეპარტამენტი ეძებს გუნდის ახალ წევრს, რომელიც დაიკავებს გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციას.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება, მიწოდების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლის საჭიროებების დადგენა;
  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია (შეხვედრები, პრეზენტაციები და ა.შ.);
  • ახალი მომხმარებლების მოძიება და არსებულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • პროდუქციის ვიზუალური, მისი თვისობრივი მახასიათებლების და მიზნობრივი სეგმენტის შესწავლა;
  • პროდუქციის სწორად პოზიციონირება ბაზრის კონკრეტულ სეგმენტზე;
  • კლიენტისთვის სიახლეების შეთავაზება;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • გაყიდვების შემდგომი სერვისის კოორდინაცია;
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
  • ბაზრის შესწავლა და ინფორმაციის შეგროვება;
  • მომხმარებლებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება;
  • ხელშეკრულების შედგენა ხელმძღვანელთან ერთად და გადახდის პირობების შესრულებაზე კონტროლი;
  • CRM პროგრამასთან მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
  • (მსგავს კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • ინგლისური ენის ცოდნა ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის დონეზე, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel), სასურველია PowerPoint-ში მუშაობის გამოცდილება.

კომპანია „ინსტა“ გთავაზობთ:

  • კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას,
  • მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს,
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს,
  • მობილურ ტელეფონს (Smartphone) და კორპორატიულ ნომერს.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00

დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.მისამართზე: hr@insta.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა 2019 წლის 20 მარტი.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი