ვაკანსია – გერმანულენოვანი მომსახურების წარმომადგენელი

გერმანული კომპანია „სი ემ იქს სოლუშენსი“ 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ფილიალებით ბერლინში, სკოპიესა და თბილისში.

მრავალენოვანი ქოლ-ცენტრის საშუალებით კომპანია მომსახურებას უწევს მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს. „სი ემ იქს სოლუშენსი“ ორიენტირებულია შემომავალი და გამავალი ზარებისა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე.

ამჟამად თბილისის გუნდში 120-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და გაფართოების მიზნით კომპანია ეძებს მოტივირებულ ადამიანებს:

გერმანულენოვანი ქოლ-ცენტრის ოპერატორებს/კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლებს სრულ ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლიენტთა მომსახურება შემომავალი და გამავალი ზარის და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით;
  • მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა, ინფორმაციის მოძიება და დაკვალიანება;

მოთხოვნები:

  • გერმანული ენის ცოდნა. მინიმალური ცოდნის დონე B2/C1;
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა;
  • სისხარტე, ოპერატიულობა;
  • სიზუსტე, აკურატულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება;

კომპანია გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ანაზღაურებად ტრენინგ კურსს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;

გრაფიკი: სტუდენტებზე მაქსიმალურად მორგებული გრაფიკი საშუალებას მოგხცემთ თავად დაგეგმოთ თქვენი სამუშაო საათები.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გაგზავნეთ თქვენი CV გერმანულ, ან ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: jobs@cmx-solutions.com 13 დეკემბრის ჩათვლით.

წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

 

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი