ACT-ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი ეძებს სტაჟიორს საველე სამუშაოების დეპარტამენტში.
სტაჟირება საინტერესოა სოციალური მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, ბიზნესის ადმინისტრირების და მარკეტინგის მიმართულების კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც ფლობენ კომპიუტერულ პროგრამებს.
სტაჟირება გრძელდება 3 თვე, კვირის სამუშაო დღეებში 10:00-დან 18:00 საათამდე.
სტაჟირების ადგილი: თბილისი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის ქ. #8.
სტაჟიორის მოვალეობებია ველის მენეჯერის დახმარება შემდეგ საკითხებში:
- რესპონდენტთა რეკრუტირება,
- თვისებრივი ჯგუფის ორგანიზება,
- ტრანსკრიპტების მომზადება,
- ინტერვიუერთა რეკრუტირება,
- ტრენინგების ორგანიზება,
- საველე სამუშაოების დაგეგმარება,
- საველე სამუშაოების შედეგების დარეგისტრირება,
- საველე სამუშაოების ხარისხის კონტროლი.
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი, კომპანიაში შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში კი სტაჟიორი დასაქმდება.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისმართზე: hr@act-global.com და საგნის ველში მიუთითოთ: სტაჟირება ველის დეპარტამენტში
[wpai_display_imported_files_here]


