Eugen Ionescu-ს კვლევითი სტიპენდიები

რუმინეთის მთავრობა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან (AUF) კოორდინაციითა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებს მიღებას Eugen Ionescu-ის სადოქტორო და პოსტდოქტორანტურის კვლევით სტიპენდიებზე.

პროგრამის შესახებ

პროგრამა ითვალისწინებს სამთვიან კვლევით მობილობას რუმინეთის პარტნიორ უმაღლეს სასგანმანათლებლო დაწესებულებში. სტიპენდიის მიზანია დოქტორანტებისა და პედაგოგ-მკვლევრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ფრანკოფონულ აკადემიურ სივრცეში თანამშრომლობის გაღრმავება.

ძირითადი პირობები

  • სამიზნე ჯგუფი: AUF-ის წევრი უნივერსიტეტების დოქტორანტები და პედაგოგ-მკვლევრები (აკადემიური პერსონალი);
  • მობილობის პერიოდი: 2027 წლის 1 მაისი – 31 ივლისი;
  • სამუშაო ენა: ფრანგული (ყველადოკუმენტი უნდა მომზადდეს ფრანგულ ენაზე).

 

განაცხადის წარდგენის ეტაპები

თანხმობის წერილის მოპოვება: აპლიკანტმა წინასწარ უნდა მიიღოს მიმღები რუმინული უნივერსიტეტის თანხმობის სერტიფიკატი (certificate of accommodation);

ონლაინრეგისტრაცია: აპლიკანტმა განაცხადი უნდა შეავსოს მხოლოდ ელექტრონულად AUF-ის შესაბამის პლატფორმაზე (სადოქტორო ან პოსტდოქტორანტურის ფორმის არჩევით).

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 15 დეკემბერი, 23:59 საათი (ბუქარესტის დროით)

დამატებითი ინფორმაცია

პროგრამის პირობების, პარტნიორი უნივერსიტეტების ჩამონათვალისა და სააპლიკაციო ფორმების გასაცნობად, ასევე დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ პროგრამის საკონტაქტო ელფოსტას: bourses-ei@auf.org

გაიგე მეტი

გაიგე მეტი