ჩინეთის სტიპენდიების საბჭო (CSC) აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს Youth of Excellence Scheme of China Program 2027-2028 აკადემიური წლისთვის.
პროგრამა ითვალისწინებს ჩინეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის სრულ დაფინანსებას.
განაცხადების მიღების ვადა: 29 მარტი, 2027
მიზნობრივი ჯგუფი: ბაკალავრის ხარისხისა და 3-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პირები (45 წლამდე)
სწავლის ხანგრძლივობა
- 1-წლიანი მოდელი: 12 თვე სრული სწავლება ჩინეთში;
- „1+1“ მოდელი: 1 წელი ჩინეთში (სწავლა) + 1 წელი სამშობლოში (კვლევა და სამაგისტრო ნაშრომი).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ასაკი: 45 წლამდე;
- განათლება: მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი;
- გამოცდილება: სულ მცირე 3 წელი.
კანდიდატი უნდა ეკუთვნოდეს ერთ-ერთ კატეგორიას:
- საშუალო ან მაღალი რგოლის სახელმწიფო მოხელე;
- დაწესებულების ან საწარმოს მაღალი რგოლის მენეჯერი;
- უნივერსიტეტის/სამეცნიერო დაწესებულების ადმინისტრაციული პერსონალი;
- საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილების მქონე პირი.
სარეგისტრაციო ინსტრუქცია
- მოიპოვეთ წინასწარი ჩარიცხვის წერილი (Pre-admission Letter) მონაწილე უნივერსიტეტიდან.
- გაიარეთ რეგისტრაცია პორტალზე: studyinchina.csc.edu.cn
განაცხადში მიუთითეთ მონაცემები:
- Scholarship Type: Type A
- Agency Number: 1563
- Program: Youth of Excellence Scheme of China
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით მიმაგრებულ დოკუმენტს.

