2026 Georgia-Korea Global Green Challenger Program

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ინჰას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით  შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ გლობალური კლიმატის კრიზისთან დაკავშირებულ სტუდენტურ პროგრამაში.

2026 წლის ზაფხულში საქართველოში დაგეგმილია კვირეული  2026 Georgia-Korea Global Green Challenger, რომლის ფარგლებშიც ილიაუნის სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ საველე გასვლებში, დაესწრებიან ქართველ და კორეელ ექსპერტთა ლექციებს გლობალური კლიმატის ცვლილებების მიმდინარე პროცესებისა და გამოწვევების შესახებ, შეასრულებენ ჯგუფურ დავალებებს 5 კორეული უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად და ჩაერთვებიან ჰაკათონსა და ვორკშოპში.

მონაწილეობის წინაპირობები:

კანდიდატი უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტი;

ჰქონდეს კარგი აკადემიური მოსწრება;

უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე;

აინტერესებდეს გლობალური კლიმატური საკითხები;

სასურველია კორეული ენის ცოდნა.

პროგრამაში მონაწილეობისათვის გთხოვთ, არაუგვიანეს 26 მარტისა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ინგლისურ ენაზე წარმოადგინოთ სავალდებულო დოკუმენტები:

  • CV
  • სამოტივაციო წერილი
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა
  • ნიშნების ფურცელი

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

სააპლიკაციო ფორმა*

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ელფოსტით: iro@iliauni.edu.ge 

* სააპლიკაციო ფორმაში შესასვლელად გამოიყენეთ ილიაუნის მეილი.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი