ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა სტუდენტებისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას “Youth of Excellence Scheme of China Program” 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

პროგრამა განკუთვნილია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ითვალისწინებს ჩინეთში ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლას სრული დაფინანსებით.

სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა ძირითადად შეადგენს 12 თვეს, ზოგიერთი მიმართულება ხორციელდება „1+1“ მოდელის ფარგლებში, რაც მოიცავს სწავლას ჩინეთში და შემდგომ პროფესიულ საქმიანობას კანდიდატის სამშობლოში.

სტიპენდია სრულად ფარავს სწავლის საფასურს და საცხოვრებლის ხარჯებს სწავლის განმავლობაში.

განაცხადები მიიღება ელექტრონულად ჩინეთის მთავრობის სტიპენდიების სისტემაში (Chinese Government Scholarship System) რეგისტრაციით.

განაცხადის მიღების ვადა: 2026 წლის 31 მარტი, 23:59 საათი (GMT+8)

დამატებითი ინფორმაცია და დეტალური პირობები იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი