საინფორმაციო შეხვედრა ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებთან

7 ნოემბერს, 19:00 საათზე, ევროპის კოლეჯის ორგანიზებით გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა. ევროპის კოლეჯის ნატოლინის  კამპუსის (ვარშავა, პოლონეთი) წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს გააცნობენ  ინფორმაციას სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებისა და სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობების შესახებ.

შეხვედრა დააინტერესებთ პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და ევროპული ცივილიზაციის მიმართულების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ დანართი.

დრო: 7 ნოემბერი, 19:00 საათი

შეხვედრაზე დასწრების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე.

2025

გაიგე მეტი

გაიგე მეტი