პროგრამა „ერთი თვე პოლონეთში“ (A Month in Poland) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ისტორიით, პოლიტიკითა და კულტურით დაინტერესებულ პირებს აძლევს საშუალებას კვლევა ჩაატარონ პოლონეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არქივებსა და ბიბლიოთეკებში.
სტიპენდიის რაოდენობა: 6 500 პოლონური ზლოტი (PLN)
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 1 თვე
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა: https://stypendium.mieroszewski.pl/users/login
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.