ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ინჰას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ გლობალური კლიმატის კრიზისთან დაკავშირებულ სტუდენტურ პროგრამაში.
2026 წლის ზაფხულში საქართველოში დაგეგმილია კვირეული 2026 Georgia-Korea Global Green Challenger, რომლის ფარგლებშიც ილიაუნის სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ საველე გასვლებში, დაესწრებიან ქართველ და კორეელ ექსპერტთა ლექციებს გლობალური კლიმატის ცვლილებების მიმდინარე პროცესებისა და გამოწვევების შესახებ, შეასრულებენ ჯგუფურ დავალებებს 5 კორეული უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად და ჩაერთვებიან ჰაკათონსა და ვორკშოპში.
მონაწილეობის წინაპირობები:
კანდიდატი უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტი;
ჰქონდეს კარგი აკადემიური მოსწრება;
უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე;
აინტერესებდეს გლობალური კლიმატური საკითხები;
სასურველია კორეული ენის ცოდნა.
პროგრამაში მონაწილეობისათვის გთხოვთ, არაუგვიანეს 26 მარტისა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ინგლისურ ენაზე წარმოადგინოთ სავალდებულო დოკუმენტები:
- CV
- სამოტივაციო წერილი
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა
- ნიშნების ფურცელი
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ელფოსტით: iro@iliauni.edu.ge
* სააპლიკაციო ფორმაში შესასვლელად გამოიყენეთ ილიაუნის მეილი.

