ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სტიპენდიები დოქტორანტებისა და აკადემიური პერსონალისათვის

ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი პოლონეთის აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს დოქტორანტებისა და აკადემიური პერსონალისათვის საერთაშორისო გაცვლით პროგრამა PROM-ში მონაწილეობის მისაღებად. 

პროგრამა PROM დოქტორანტებსა და აკადემიურ პერსონალს საშუალებას აძლევს ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში განახორციელონ მოკლევადიანი ვიზიტები სტაჟირების, კონფერენციებისა თუ საზაფხულო სკოლების ფარგლებში; სასტიპენდიო პროგრამა ფარავს მგზავრობის, საცხოვრებელ და კონფერენციის ხარჯებს. 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.sggw.pl/en/international-cooperation_/educational-programs/tempus_

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 9 დეკემბერი, 2019.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს: prom@sggw.pl

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი