ვაკანსიები FabLab Iliauni-ში

თუ ხარ კრეატიული და გსურს ინოვაციურ პროექტებში ჩართვა, შემოუერთდი FabLab Iliauni-ს გუნდს!
ილიაუნის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობებზე:

მენეჯერი

მთავარი ფუნქციები:

  •  „ფაბლაბის“ განვითარების სტრატეგიის შემუშავება და იმპლემენტაცია;
  •  მოხალისეთა ჯგუფის შექმნა, რომელიც მუშაობის შედეგად მეტ სარგებელს მოუტანს „ფაბლაბსა“ და მის მომხმარებელს;
  •  წარმომადგენლობითი ფუნქცია;
  •  დღის წესრიგის შედგენაზე ზრუნვა.

მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება მეცნიერებაში, ტექნოლოგიასა და ინჟინერიაში (განსაკუთრებით – ელექტრონიკაში);
  • სამუშაო გამოცდილება პროექტების მართვაში;
  •  ინგლისური ენის ფლობა მაღალ დონეზე.

ტექნიკური ექსპერტი

მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება მიკროელექტრონიკასა ან/და პროგრამირებაში;
  • გამოცდილება მიკროკონტროლერების დაპროგრამებაში (მაგ.: არდუინო, ინტელ გალილეო და ა.შ.);
  •  სწავლების/პრეზენტაციის უნარი;
  •  ინგლისური ენის ფლობა.

კომპიუტერული გრაფიკის და მოდელირების სპეციალისტი

მოთხოვნები:

  • 2D და 3D ვიზუალიზაციის რომელიმე პროგრამის (Google Skethcup ან სხა) ცოდნა პროფესიონალურად;
  •  სწავლების/პრეზენტაციის უნარი;
  • ინგლისური ენის ფლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV და სამოტივაციო წერილი გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე sandro.kandelaki.2@iliauni.edu.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 5 ივნისი, 18:00 საათი.
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: სანდრო კანდელაკი
ტელ: 598 621 020
ელფოსტა: sandro.kandelaki.2@iliauni.edu.ge

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი