სადაზღვევო კომპანია “უნისონი” აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე (დღის და ღამის ცვლაში).
ძირითადი მოვალეობები:
* დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულების იდენტიფიცირება.
* კონსულტაციების გაწევა სადაზღვევო პირობების შესახებ.
* ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში ფიქსირება
* დაზღვეულის კლინიკაში გადამისამართება, ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა, პროგრამული ასახვა.
* სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება.
* დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ.
* ზარების გადამისამართება.
* პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტების სატელეფონო შეთავაზება
* ასევე, შესაძლებელია უშუალო უფროსის მიერ სამუშაო პროცესში დამატებითი დავალებების მიღება.
განათლება და გამოცდილება:
* აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი).
* სასურველია სადაზღვევო კომპანიაში ან სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება.
* MS Office პროგრამების ცოდნა
* ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
* გამართული მეტყველება
* კომუნიკაციის უნარი
* მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
* ყურადღება დეტალების მიმართ და ანალიზის უნარი
* მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
* სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
* გუნდური მუშაობა.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hotline@unison.ge და გთხოვთ, განაცხადის გაგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შეგაქვთ განაცხადი.
[wpai_display_imported_files_here]

