სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი (მიკრო ბიზნეს კაპიტალი) აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- სოციალური ქსელების არხების მართვა და განვითარება;
- ციფრული მედიის არხებში ზოგადი პოსტების, ღონისძიებების, აქციებისა და სარეკლამო კამპანიების შესახებ ინფორმაციის ყოველდღიური განთავსება;
- მისოს ვებ-გვერდის მართვა;
- ვებ-გვერდის გამართული შინაარსობრივი და ვიზუალური მხარის უზრუნველყოფა;
- სოციალურ ქსელებში და ვებ-გვერდის საშუალებით შემოსულ ნებისმიერ კითხვაზე სწრაფი რეაგირება;
- დიზაინერთან სისტემატური თანამშრომლობა;
- სოციალური მედიის შედეგების ანალიზი დარეპორტინგი;
- საჭიროებისამებრ მარკეტინგის სამსახურის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის/ფინანსების/ბიზნესის სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
- მინიმუმ ერთი წელი სამუშაო გამოცდილება (ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
- პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@mbc.com.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი კანდიდატურა არ იყოს განხილული.
[wpai_display_imported_files_here]

