“ფინანსური ბიურო” სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. ორგანიზაციის საქმიანობის სფერო პრობლემური აქტივების მართვაა.
კომპანია აცხადებს ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცრის პოზიციაზე ვაკანსიას.
სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე; შაბათი: 10:00-დან 13:00-მდე
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს აღწერა:
დავალიანების დაფარვის მიზნით კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
პრობლემური სესხების მოგვარება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო გზების ძიება;
მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
კლიენტების და თავდები პირების ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
ჯგუფის უფროსის სხვა დავალებების შესრულება; (კომპეტენციის ფარგლებში)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook);
კომპეტენციები და უნარები:
მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@fbureau.ge სათაურის ველში, , მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი – თბილისი”. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
განაცხადის მირების საბოლოო ვადა: 24 მაისი, 2019 წელი.
[wpai_display_imported_files_here]


