საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ადმინისტრაციის ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანსიას.
ანაზღაურება: 1600 ლარი
სამუშაო განაკვეთი: სრული
გამოსაცდელი ვადა: 12 თვე
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 აპრილი, 2019
ფუნქციები
- ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებებისა და ნატოს უსაფრთხოების ოფისის რეკომენდაციების შესრულების მიზნით შესაბამისი კონცეპტუალური დოკუმენტებისა და სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;
- ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის პრიორიტეტებისა და სტრატეგიის განსაზღვრის პროცესში მონაწილეობა;
- ქვერეგისტრირების სისტემაში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესრულების ინსპექტირება და გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი;
- ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება;
- საგანგებო და/ან საომარი მდგომარეობის დროს კლასიფიცირებული ინფორმაციის საევაკუაციო ღონისძიებებში მონაწილეობა;
- საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებული პირებისათვის ინფორმაციის უსაფრთხოების ნორმებისა და მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესახებ ტრეინინგების ჩატარება;
- ნატოს წევრ ქვეყნებში კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელ ორგანოებთან თანამშრომლობის პროცესში მონაწილეობა;
- ნატოს უსაფრთხოების ოფისში გასაგზავნი ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
- სამმართველოს კორესპოდენციისა და საქმისწარმოების დოკუმენტაციის მომზადება და ორგანიზება;
- სამმართველოს საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
- სასაუბროებისა და პრეზენტაციების შემუშავებაში მონაწილეობა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება
- ინგლისური – B2
პროგრამების დასახელება:
- Microsoft Office Word
- Microsoft Office Excel
- Microsoft Office PowerPoint
დამატებითი მოთხოვნები
- თავდაცვის ან უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება – არანაკლებ 1 წელი;
- კანონშემოქმედებითი საქმიანობის, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;
- თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე ძირითადი პროცესების ცოდნა, კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების ცოდნა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო კომისიის მისამართი: თბილისი, გენერალ გ. კვინიტაძის ქ. N20
საკონტაქტო ტელეფონი: 2 950780
საკონტაქტო პირი: მარიამ მალუძე
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ვაკანსიის დეტალური აღწერა და გააკეთეთ განაცხადი ბმულზე: https://bit.ly/2Dhxa8R
[wpai_display_imported_files_here]


