უნივერსიტეტის ლექტორთა განვითარების პროგრამა გამიზნულია პროფესიული განვითარებისთვის და საშუალებას აძლევს უნივერსიტეტის ფაკულტეტებს, რომელთაც გააჩნიათ მკვლევართა და ინსტრუქტორთა აღზრდის დიდი პოტენციალი, შექმნან და განავითარონ ახალი კურსები; სრულყონ პედაგოგიური შესაძლებლობები, მიიღონ მეტი ინფორმაცია არჩეულ დარგში და ადგილობრივ და უცხოურ ინსტიტუტებს შორის მიმდინარე გაცვლებსა და ურთიერთობებში შეასრულონ შუამავლის როლი. პროგრამა მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში 5 თვიანი სტაჟირების კურსს.
სავალდებულო მოთხოვნები:
•კანდიდატს უნდა გააჩნდეს უნივერსიტეტის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
•ასწავლიდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
•ჰქონდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება – მინიმუმ 2 წელი;
•ჰქონდეს ინლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი.
საბუთების მიღება მიმდინარეობს ყოველი წლის ივლისი – ივნისის თვეებში.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდები: http://georgian.georgia.usembassy.gov/ge/resources.html http://jfdp.org/program.php
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)
[wpai_display_imported_files_here]

