ქართველ სტუდენტებს და ახალგაზრდა პროფესიონალებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო კონკურსში სრული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დასაფინანსებლად, მათ შორის საჯარო სამსახურის ეროვნულ უნივერსიტეტში (NUPS), ბუდაპეშტი.
NUPS-უნივერსიტეტი აპლიკანტებს სთავაზობს სრულ სამაგისტრო პროგრამას საერთაშორისო საჯარო სამსახურის ურთიერთობების (International Public Service Relations) მიმართულებით და სადოქტორო პროგრამას სამი მიმართულებით:
- საჯარო ადმინისტრირების მეცნიერება (PhD in Public Administration Sciences);
- სამხედრო მეცნიერებები (PhDinMilitary Sciences);
- სამხედრო-საინჟინრო მეცნიერებები (PhD in Military Engineering Sciences).
პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:
https://issuu.com/uni_nke/docs/ipsrma_brochure_online
http://en.uni-nke.hu/education/doctoral-programs.
უნგრეთის სახელმწიფო სტიპენდიებისთვის აპლიკაციების შევსების ბოლო ვადაა 2017 წლის 5 მარტი.
სტიპენდიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.stipendiumhungaricum.hu/
[wpai_display_imported_files_here]


