უნგრეთის მთავრობის სტიპენდიები 2016/2017 სასწავლო წლისთვის

უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტრო აცხადებს ყოველწლიურ სასტიპენდიო პროგრამას 2016-2017 სასწავლო წლისთვის. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.

საქართველოსთვის გამოყოფილია სასწავლო სტიპენდია სრული და ნაწილობრივი (part-time studies) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის. უნგრეთის მხარე ასევე სთავაზობს ქართულ მხარეს სტიპენდიას 5 სრული სადოქტორო პროგრამისთვის ინგლისურ ენაზე ნებისმიერ სფეროში.

ნაწილობრივი (part-time studies) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემთხვევაში სწავლების პერიოდი მოიცავს ერთ აკადემიურ წელს და სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

ქართველ სტუდენტებს სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოსთვის გამოყოფილი სფეროების მიხედვით:

  • სოფლის მეურნეობა;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მდგრადი განვითარება;
  • საექთნო საქმე;
  • ინჟინერია და ტექნოლოგია;
  • წყლის რესურსების მართვა;
  • ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება;

სტუდენტებს მოეთხოვებათ სასურველი საგანმანათლებლო პროგრამისთვის უცხო ენის გარკვეულ დონეზე ფლობა (იხ. თანდართული ფაილი study_programmes_eligible_final1512071712).

უნგრულ ენაზე სწავლის შემთხვევაში, სტუდენტები გაივლიან ერთწლიან მოსამზადებელ კურსს.

პროგრამაში მონაწილეობისათვის სტუდენტმა უნდა შეავსოს ონლაინ-აპლიკაცია და წარადგინოს საჭირო საბუთები.

​საჭირო საბუთების წარდგენა ასევე ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემდეგ ელმისამართებზე: abaramia@mes.gov.ge; ​ rjobava@mes.gov.ge​

აპლიკაციის შევსებისა და საჭირო საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 16 მარტი.

პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულებს დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილები.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი