ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას

ფონდი „საერთაშორისო განათლების ცენტრი“ მოხარულია გაცნობოთ, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა (CEU) გამოაცხადა მიღება 2019-2020 სასწავლო წლისათვის.

უნივერსიტეტი გთავაზობთ 49 სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამას შემდეგ დისციპლინებში:
* ეკონომიკა და ბიზნესი
* კოგნიტური მეცნიერება (PhD)
* გარემოს დაცვა და პოლიტიკა
* გენდერული კვლევები
* ისტორია
* საერთაშორისო ურთიერთობები
* სამართალი
* გამოყენებითი მათემატიკა 
* შუა საუკუნეების კვლევები
* ნაციონალიზმის კვლევები
* ქსელური მეცნიერება (PhD)
* ფილოსოფია
* პოლიტიკური მეცნიერება
* საჯარო პოლიტიკა
* სოციოლოგია და სოციალური ანთროპოლოგია
* სადოქტორო სკოლა პოლიტიკურ მეცნიერებაში, საჯარო პოლიტიკასა და საერთაშორისო
    ურთიერთობებში

პირველ რიგში, აუცილებლად დარეგისტრირდით ლინკზე: 
http://sits.ceu.edu/urd/sits.urd/run/siw_ipp_lgn.login?process=siw_ipp_enq&code1=PROS&code2=&code4=IPR_UDF1=LAC-GEO;IPR_UDF2=LAC

და თუ გსურთ დაფინანსების მოპოვება, უნივერსიტეტში გაგზავნეთ განაცხადის ფორმა თანდართულ საბუთებსა და ინგლისური ენის სტანდარტული ტესტების (iBT TOEFL, IELTS, GRE, etc) ქულებთან ერთად არაუგვიანეს 2019 წლის 31 იანვრისა. 

თქვენ შეგიძლიათ 5 სხვადასხვა პროგრამის არჩევა. განაცხადის ფორმის გაგზავნის საფასურია 30 ევრო.

MUNDUS MAPP-ისა და MESPOM-ის პროგრამებზე განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 3 იანვარი.

თვითდაფინანსებულ სტუდენტებს, რომლებსაც ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ უცხო ენის რომელიმე ტესტი, შეგიძლიათ განაცხადის ფორმები გაგზავნოთ 2019 წლის 1-ლ მაისამდე.

სასწავლო პროგრამებისა და აპლიკაციასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდს www.ceu.edu ან მოგვმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრში შემდეგ მისამართზე:

თბილისი, ჭოველიძის ქუჩა N10, ტელ.: 2252615, ელფოსტა: cie@osgf.ge;
კონსულტაციები გაიმართება ყოველ ხუთშაბათს, 16:00 საათზე. 

უნივერსიტეტისა და კონკურსის შესახებ ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ მოიპოვოთ საერთაშორისო განათლების ცენტრის ვებგვერდზე www.cie.ge და სოციალურ ქსელ Facebook-ში: Access CEU – Georgia page, ასევე Center for International Education – Tbilisi.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი